2012 წელს შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და დღეისათვის მიმდინარეობს პოლიტიკის განვითარება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია უშუალოდ ახალგაზრდების აზრის მოსმენა და მათი აქტიური მონაწილეობა.

ამ მიზნით, გაერო-ს მოსახლეობის და გაეროს ბავშვთა ფონდების მხარდაჭერით შეიქმნა ეს ვებსაიტი, სადაც განთავებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები.

გამოხატეთ თქვენი აზრი, მოგვწერეთ რეკომენდაციები, კომენტარები და წინადადებები.

Jun
13

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე თბილისში კონფერენცია გაიმართა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს  საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს. კონფერენციას  ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. [...]

0 Comments

Jun
07

ანონსი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით მუშაობს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ მიმართლებით გაწეული სამუშაოების ფარგლებში უკვე შექმნილია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის” დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ (საქართველოს მთავრობის 2012 წლის  17 აგვისტოს № 1608 განკარგულება). საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის № 112 დადგენილებით შეიქმნა ახალგაზრდული [...]

0 Comments

Jun
04

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შექიმნა საკოორდინაციო საბჭო

4 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში  „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების” საკოორდინაციო საბჭოს პირველისხდომა გაიმართა. სხდომაზე განისაზღვრა საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ახალგაზრდული პოლიტიკას განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში შედის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის: სტრატეგიული მიზნებისა  და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის რევიზია, სრულყოფა, სამოქმედო [...]

1 Comments